ენტონი ფაუჩი: სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია კარგი იდეაა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია "კარგი იდეაა". ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.

ფაუჩის განცხადებით, ამ იდეას ბევრი წინააღმდეგობა ექნება, მაგრამ მისი თქმით, დიდი ხანია სკლებში სხვადასხვა ვაქცინა კეთდება და ეს არ იქნება ახალი.

"ვთვლი, რომ სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია კარგი იდეაა.

ეს არ არის ახალი. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ათწლეულების განმავლობაში, მაგალითად, პოლიომიელიტთან, წითელასთან, ყბაყურასთან, წითურასა და ჰეპატიტთან მიმართებაში", - განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს. ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ყოფილმა კომისარმა სკოტ გოთლიბმა განაცხადა. გოთლიბი ახლა Pfizer-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ მოთხოვნით განაცხადს სავარაუდოდ, ოქტომბერში შეიტანს.

ამავე თემაზე:

ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

ენტონი ფაუჩი: თუ მოქალაქეების უმრავლესობა აიცრება, 2022 წლის გაზაფხულზე ვირუსის გაკონტროლებას შევძლებთ

ენტონი ფაუჩი: მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ

აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს