Europetime-მა ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ექსკლუზიურად ჩაწერა.
ევროპარლამენტარმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე Europetime-თან პირველი კომენტარი გააკეთა.
საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ეს ტრანში.
ჩვენ ასევე გვესმის ის ეკონომიკური არგუმენტები (ანუ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა), რომლითაც ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, თუ საქართველო არ ითხოვს დარჩენილ ტრანშს, ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ეს ტრანში ითვალისწინებს, მათ შორის, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა, რომელიც ასევე მითითებულია 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან