რა შედეგი აჩვენა ტაილანდში Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების შერევამ

ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Sinovac-AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაცია მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა და ის ანტისხეულების დონეს ზრდის. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, Sinovac-AstraZeneca კომბინაციამ იმუნიტეტი იმავე დონეზე გამოიმუშავა, როგორც AstraZeneca-ს ორი დოზით აცრის შემთხვევაში, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაცია შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს დოზებს შორის უფრო მცირე ინტერვალის გამო.

ეს გადაწყვეტილემა ტაილანდმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ჩატარებული წინასწარი კვლევების საფუძველზე, Sinovac-ით ორი დოზით აცრის შემდეგ, გრძელვადიან დაცვაზე ეჭვები გაჩნდა.

ასევე წაკიკითხეთ: ტაილანდმა რობოტექნიკა შექმნა, რომელსაც ფლაკონიდან Astrazeneca-ს ვაქცინის 12 დოზის ოთხ წუთში ამოღება შეუძლია

„ეს ფორმულა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღი და ის უსაფრთხოა. გთხოვთ, ნუ იტყვით იმას, რაც უსაფუძვლო შეშფოთებას გამოიწვევს", - განაცხადა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირმა სუპაკიტ შირილაკმა პრესკონფერენციაზე. ქვეყანა ვაქცინაციისთვის უმეტესად ამ ფორმულის გამოყენებას გეგმავს.

ტაილანდი ივლისში გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჩინური და დასავლეთში განვითარებული ვაქცინების კომბინაცია აირჩია ვაქცინაციისთვის, რადგან კორონავირუსის გავრცელება და სიკვდილიანობა გაიზარდა. ამასთან, ქვეყანა ვაქცინის მარაგების პრობლემას განიცდიდა. ჯერჯერობით, სრულად ვაქცინირებულია ტაილანდის მოსახლეობის 13%.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით