ამირან გამყრელიძე: თუ სექტემბერში დღეში 50-60 ათას აცრას გავაკეთებთ, ოქტომბერში ბევრად მშვიდი სიტუაცია გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სექტემბერში დღეში 50-60 ათასი ადამიანი აიცრება, ოქტომბერში ბევრად მშვიდი სიტუაცია იქნება.

მისი თქმით, ამის რესურსი ქვეყანას აქვს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ორჯერადად აცრილი ათასი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

"ჩვენ რომ თვეში ავცრათ არა ერთი, არამედ ორი მილიონი ადამიანი - შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, რომ ყოველდღიურად ჩავატაროთ დაახლოებთ 50-60 ათასი აცრა. ამას ქვეყანა შეძლებს, ვაქცინა არის. სექტემბერში რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, მაშინ ოქტომბერში გვექნება ბევრად მშვიდი სიტუაცია. ამის გაკეთება შესძლებელია, თუ გავერთიანდებით, თუ ეს იქნება მთავარი მიზანი და უნდა იყოს კიდეც. ორჯერადად აცრილი ათასი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 15%-ზე მეტი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86

ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს გადაცილებულებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ქალებში - 80-90 წელი