ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე პირველ ეტაპზე რისკჯგუფის ბავშვების აცრის მომხრეა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,Pfizer-მა და Moderna-მ ჩაატარეს კვლევები, 12 წელს და ამ ასაკს გადაცილებულ ბავშვებში ვაქცინაციის შესახებ და კარგი შედეგი მიიღეს.

„ყველა ვაქცინას, რაც აქამდე არსებობდა, გადაუდებელ სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. ეს ვაქცინები, Pfizer-ის გარდა, არცერთი არ არის სრულად ლიცენზირებული. Pfizer-ი უკვე არის დარეგისტირებული როგორც ვაქცინა და რა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის. მაგრამ ასაკი განისაზღვრა 16 წლის ზემოთ.

Pfizer-მა და Moderna-მ ჩაატარეს კვლევები, 12 წლიდან და ამ ასაკს გადაცილებულ ბავშვებში და მიიღეს კარგი შედეგი. თუმცა, ჯანმო დასტურს არ იძლევა, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი აიცრას და არ არის მანდატორული. თუმცა აშშ-ში სურვილის მიხედვით არის და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც ამ ასაკის ბავშვებს ცრიან.

მიმდინარეობს კვლევები და როგორც გვპირდებიან, ოქტომბრის ბოლოსთვის დაიდება შედეგი, 6-თვიდან 2 წლამდე, 2 წლიდან - 5 წლამდე, 5 წლიდან - 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაზე. რასაკვირველია, იქ დოზები განსხვავებულია. მიმდინარეობს კვლევები, რამდენად შეიძლება ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია.

საქართველოში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ ავცრათ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, თუმცა ვფიქრობ, პირველ ეტაპზე იქნებ აჯობებდა, რომ რისკჯგუფის ბავშვები აცრილიყვნენ, ვისაც აქვს ღრმა ცერებლარული დამბლა, ნერვული პრობლემა, გულის თანდაყოლილი მანკი, სხვა მეტაბოლური დარღვევები, გენეტიკური დაავადებები - იქნებ ასეთი რისკჯგუფის ბავშვები მოვიცვათ თავიდან და მერე თანდათანობით, იქნებ ამერიკის FDA-მაც გასცეს 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრის რეკომენდაცია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ამავე თემაზე:

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 დღის ჩვილი გარდაიცვალა

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს