აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა COVID-19-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი ამერიკისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს
ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება