ბაქოდან ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა

ბაქოდან ფიზულის საერთაშორისო აეროპორტამდე აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავით Airbus A340-500-ით (სახელწოდებით "Karabakh"), პირველი, საცდელი რეისი შესრულდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფრენა დაახლოებით 35 წუთი გაგრძელდა. აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3000, ხოლო სიგანე 60 მეტრია. აეროპორტის პარკინგი კი გათვლილია 150 ავტომობილზე.

გარდა ამისა, დღეს ფიზულის აეროპორტში დაეშვა Boeing 747-400 თვითმფრინავი, აზერბაიჯანის Silk Way Airlines- ის ერთ-ერთი გიგანტური სატვირთო თვითმფრინავი. პირველად ტვირთი ყარაბაღს საჰაერო გზით გადაეცა.

ამავე თემაზე:

ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო