ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვანად არის შემსუბუქებული

ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდგეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას. ლეტალობის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად იკლებს.

"დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს აქტიური შემთხვევების გვაქვს 35 000.

მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტები ჯერჯერობით ინტენსიურად გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში. დღესდღეობით რეანიმაციულ საწოლზე გვყავს 380 ადამიანი, 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყანაში და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი.

პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს, გვიცავს მნიშვნელოვანი გართულებებისგან, ლეტალობისგან და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მეტად უფრო აქტიური ჩართვა მოხდეს", - განაცხადა ეკატერინე მინისტრმა.

ამავე თემაზე:

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა