ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის მხარს უჭერს, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

"პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე პედაგოგ-მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია, რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია