დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანმოს რეკომენდაციამდე დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციამდე დაიწყოს.

მისივე თემით, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ.

"ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირასა და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით - ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ ჩვენც ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.

ჩვენ ვისჯელებთ ამაზე მომდევნო კვირაში, შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ, უკვე შეიქმნა პრეცედენტები იმისი, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, WHO-ს რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან, თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია, იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება, შეიძლება ამ ჯგუფთან მიმართებით შეიძლება უფრო ადრე იყოს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ

რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს