თამარ გაბუნია: შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს გადაცილებულებისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას

"შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ 60 წელს გადაცილებულებშია. მისი თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

"დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს გადაცილებულებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც ამ ასაკობრივ ჯგუფშია. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წელს გადაცილებულებში, რომ რეალურად ჰოსპიტალური დატვირთვისა და ლეტალური გამოსავლების კუთხით შემსუბუქება ვიგრძნოთ.

ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წელს გადაცილებულებისთვის. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუანია განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

"კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ

ამავე თემაზე:

პენსიონერების ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებაზე იმსჯელებენ

ჯანდაცვის მინისტრი: ჰოსპიტალში 60 წელს გადაციელებულების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი