თბილისის მერობა სულ 16 კანდიდატს სურს

Europetime-მა დედაქალაქის მერობის კანდიდატთა სია მოიძია. ამ დროისთვის თბილისს მერობის 16 კანდიდატი ჰყავს. აქედან 4, ქალია. მათ შორის არიან:

ანა ბიბილაშვილი - „ლელო“

ანა დოლიძე - „საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის”.

თამარ კეკენაძე - „მესამე ძალა“.

ქალ კანდიდატებს შორის ასევე არის ქეთევან ნაკაშიძე - „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“.

თბილისის მერობისთვის განაცხადი ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიხეილ ქუმსიშვილმაც გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა.

2021 წლის არჩევნებზე დარეგისტრირდა ნიგერიელი რიჩარდ ოგბუნუჯუც.

„მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ რომ ხალხს უჭირს“, - განაცხადა და ქალაქის მერობის სურვილი გამოთქვა ნიგერიული ტომის მეფემ, რომელიც 25 წელია, საქართველოში ცხოვრობს.

მეორე ვადით გეგმავს თბილისის მართვას მოქმედი მერი კახა კალაძე. ის დედაქალაქი მერი 51.3%-ით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მეორე პოზიციაზე 17.49%-ით მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო, შემდეგი კი - 16.53%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. წლევანდელ არჩევნებზე ამ ოპოზიციური პარტიიდან კალაძის მეტოქე ნიკა მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატის მეტოქეებს შორის არის, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

ასევე წაიკითხეთ: გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს

ნიკა მელია: რომელი ტესტიც უნდა, ის ტესტი გავიაროთ, მათ შორის, დემოკრატიული, ნარკოტესტი და IQ ტესტი

ცნობისთვის, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, მერობის კანდიდატების სრული სია ასეთია:

ანა დოლიძე - „საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის”

გიორგი გაჩეჩილაძე - „საარჩევნო სუბიექტი „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

თეიმურაზ ბობოხიძე - „მამული“

ევგენი ღვინიაშვილი - „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

გიორგი ლომია - „დავით თარხან-მოურავი, ირმაინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

გიორგი ლაღიძე - „გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“

ანა ბიბილაშვილი - „ლელო“

გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“

მიხეილ ქუმსიშვილი - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

ნიკანორ მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” :

თამარ კეკენაძე - „მესამე ძალა“

გიორგი ქუთათელაძე - „საქართველო“

კახა კალაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ზაზა ხატიაშვილი - „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)

ქეთევან ნაკაშიძე - „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“

თბილისი მერს 2006 წლიდან ირჩევს. მანამდე მას პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი მერი საკრებულომ აირჩია. გასული 30 წლის განმავლობაში, თბილისის მერის მოვალეობას ქალი, ერთხელ, 2013 წელს, რამდენიმე თვით ასრულებდა და ის სევდია უგრეხელიძე იყო.