თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია

12-დან 16 წლამდე ჯგუფში არიან მოზარდები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოში შესაძლებელი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები აიცრან, თამარ გაბუნიას თქმით, ამ მიმართულებით ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი.

„12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი. ამ ჯგუფში არიან გარკვეული მოზარდები, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია. შესაბამისად, მათ ვაქცინაციას ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, მშობლისა და მკურნალი ექიმის თანხმობით.

მეორე არის, თუ რამდენად მიზანშეწონილად ჩავთვლით და ვისაუბრებთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში, მაშინ, როდესაც ჯერ ჯანმოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციები არ გამოუცია. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს. უკვე არის იმის პრეცედენტი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვები, რომლებსაც გარკვეული დაავადებები ჰქონდათ, მოგვმართეს მშობლებმა და ექიმებმა და ისინი ჩვენ უკვე ავცერით. აცრამ კი კარგად ჩაიარა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანმოს რეკომენდაციამდე დაიწყოს