თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა.
განახლებული ინფორმაცია
ვახო ჩარკვიანი „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი იყო.
ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. მას ფილტვები ჰქონდა დაზიანებული.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 19.4% სრულად ვაქცინირებულია.