„სპეციალური აპლიკაცია ძალაშია და ის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება
მისივე თქმით, ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს; ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ამასთან, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID19 სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.
დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID19.
როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში
„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID19. ეს 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები განაახლებენ.
ამასთან, სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით, კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდის შესახებ ცნობა.