Fraser Institute: საქართველო "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში დაწინაურდა და მე-5 ადგილზეა

Fraser Institute-მა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებითად გაუმჯობესდა და მან გლობალურ რეიტინგში მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა 10-დან 8.26-ს შეადგენს. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მერვე ადგილს იკავებდა.

რიტინგის პირველი ხუეთეული ასეთია:

ჰონგ-კონგი - 8.91 ქულა;

სინგაპური - 8.81 ქულა;

ახალი ზელანდია - 8.56 ქულა;

შვეიცარია - 8.48 ქულა;

საქართველო - 8.24 ქულა.

რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა ანგარიშში არ არის განმარტებული მიზეზები, თუ რა ცვლილებებმა და რეფორმებებმა გამოიწვია აღნიშნული გაუმჯობესება.

კერძოდ, საქართველოს უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში:

„მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა);

„სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა);

„საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა).

აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:

მთავრობის მოხმარება - 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით);

ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.24 ულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით);

მიუკერძოებელი სასამართლო - 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით);

საკუთრების უფლებების დაცვა - 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით);

ტარიფები - 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით);

ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება - 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით);

ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით).

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთი საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.