რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი: აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო სივ­რცე­ში დასაწყებად პე­და­გოგ­თა და სკო­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თა სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამის შესახებ მან "კვი­რას" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისაუბრა.

მისი თქმით, აუც­რელ პე­და­გოგს საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცეს.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემი მო­საზ­რე­ბა ასე­თია, იქ­ნე­ბა ეს ბა­ღის აღ­მზრდე­ლი, სკოლის პედაგოგი, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თუ სხვა სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აც­რი­ლი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბა, მას არ უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვი­დეს.

პი­რა­დად, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 80%-ის აც­რას არ ვე­თან­ხმე­ბი, მიმაჩ­ნია, რომ პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლად უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლი. ბავშვები არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვირუ­სის გა­დამ­ცე­მე­ბი.

თუ პე­და­გო­გი არ იქ­ნე­ბა აც­რი­ლი და ის საკ­ლა­სო ოთახ­ში შევა, მა­გა­ლი­თად, მე რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვიყო, მას სამსახურიდან აუ­ცი­ლებ­ლად გავათავისუფლებდი. ის სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი და თქვე­ნი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

"დელ­ტა" ვირუ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ამავე თემაზე:

რამდენი მასწავლებელი და სტუდენტია სრულად ვაქცინირებული

ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს