ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია

აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

„არის იმის შანსი, რომ ასიმპტომური იყოს აცრილი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი ასიმპტომური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში მთავარი გამოწვევა კომუნიკაციაა და ეს არ არის მარტივი. ამირან გამყრელიძის თქმით, მთავარი პრობლემა იყო, რომ გაზაფხულზე ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა რთული იყო და ბევრ მდიდარ ქვეყანას ჰქონდა ამის პრობლემა.

„მაისში ბევრი ვაქცინა არ გვქონდა, მარტში დღიური აცრა გვქონდა 400, აპრილში 1200, მაისში ავედით 3500-ზე, ივნისში ავედით 5000-მდე, ივლისში 7000-მდე და აგვისტოში - 23000-ზე. თუმცა მე მინდა, რომ დღეში იყოს 35 000. მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 60% იყოს აცრილი, თუმცა თუ შევთანხმდით ყველა და იყოს დამყოლობა, ძალიან მინდა, რომ მილიონ-მილიონი აცრა გავაკეთოთ სექტემბერ-ოქტომბერში.

მასობრივი იმუნიზაცია უნდა დაიწყო, როცა საწყობში გიდევს სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება

საქართველოს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურს