„უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო უნივერსიტეტის კონცეფცია განათლების სამინისტროს მიწოდებული აქვს, რათა ოქტომბერში კლასებში სწავლა როგორმე დავიწყოთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში.
ამირან გამყრელიძის თქმით, მასწავლებლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არცთუ ისე მაღალია. მისი თქმით, ის მხარს ვუჭერ, რომ პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს და ასეთი წესი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უკვე მოქმედებს.
„წამოვიდა ჩემზე კრიტიკა ამის გამო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. კითხვას, თუ რატომ დაიხია უკან, NCDC-ს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ უკან არ დაუხევია.
„კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მანდატორული იყოს გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინაცია, მაგრამ არსებობს მექანიზმები არა კანონმდებლობით დაწესების, არამედ გარკვეული შეზღუდვების მეშვეობით, თუმცა ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს. ექიმები დღეს ყველაზე კარგად არიან აცრილი (74%), მაგრამ სამედიცინო პერსონალი, იქ დამხმარე და ასე შემდეგ, ჩამოდის 50-ს ქვემოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
რამდენი მასწავლებელი და სტუდენტია სრულად ვაქცინირებული
პირველკლასელები საკლასო ოთახებში სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ