„სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში, როდესაც ჰკითხეს, სად არის ამ ყველაფრის ფინალი.
„შარშან გვეგონა, რომ ეპიდემია შესუსტდებოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. „დელტა“ უარესი აღმოჩნდა. პროგნოზი რთულია, თუმცა თუ აიცრა მოსახლეობის 75%, მაკროსამყარო დაამარცხებს ამ მიკროსამყაროს, ამ ტემპით თუ წავიდა, 6-7 თვე სჭირდება, რომ 75%-ს მიაღწიო, რაც სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იქნება როგორც ახალი შტამების გაჩენის, ისე შემთხვევების და სიკვლიდიანობის ზრდის. მეორე - დასრულებისთვის სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
ამირან გამყრელიძე: „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება
ცნობილია, როდის წარუდგენს იმუნიზაციის საბჭო მთავრობას მოზარდების ვაქცინაციაზე დასკვნას
კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები Pfizer-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოუშვას
პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების თარიღი დაადგინეს