არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს

არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიაში გავრცელებული ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს. სასულიერო პირის დავით ჭინჭარაულის ძმა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესა და მას შორის საუბარი ჯვრის მონასტრის პრობლემებთან დაკავშირებით ნამდვილად გაიმართა.

„მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის, ვთხოვეთ დახმარება რომ არის უკანონოდ, მაჟორიტარი იყო ხუნდაძე და დავითმა სთხოვა მაშინ როგორც მახსოვს", - აცხადებს სასულიერო პირი TVპირველთან.

„ისმინონ, ცუდს რას ვამბობ, დასამალი არაფერი არ მაქვს. რაც გამოიკვეთა სუს-ი არ არის უფრო, არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახური. როცა მოძღვარს ურეკავს მრევლის წარმომადგენელი, ეგ იგივე აღსარების საიდუმლოებაა, დაცული არის კონსტიტუციის მიერ", - აცხადებს ჭინჭარაული.

მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება