აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

ავსტრალიამ და შეერთებულმა შტატებმა გაფართოებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ყველა სახის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი როტაციული პრინციპით განლაგდება ავსტრალიაში.

აშშ-სა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა თქვა, რომ ორივე მხარე "მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ძალებს შორის თანამშრომლობას, გაზრდის თავსებადობას და გააღრმავებს ალიანსის საქმიანობას ინდო-წყნარ ოკეანეში".

"ეს მოიცავს უფრო დიდ საჰაერო თანამშრომლობას, ავსტრალიაში ყველა სახის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების როტაციული განლაგებით”, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დატონმა

მისივე თქმით, აშშ-ისა და ავსტრალიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი მატერიალურ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რათა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის საქმიანობა გაფართოვდეს, მათ შორის სამხედრო საზღვაო კუთხით.

ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.

ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს