17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში, 1 610 309-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.7%
სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.6%
16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.
ცნობისთვის, სექტემბრის განმავლობაში, ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტი იყო.
გუშინ, ვაქცინა 25 150-მა ადამიანმა გაიკეთა.
14 სექტემბერს კი 24 941 ადამიანი აიცრა.