იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
"Jonson & Jonson-ის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე.
სულ 50 000 დოზაზეა საუბარი. ეს არის 50 000 სრულად ვაქცინირებულ ადამიანი, ვინაიდან ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს, ერთჯერადი ვაქცინაცია არის საკმარისი"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ამავე თემაზე:
ივანე ჩხაიძე: გრიპისა და კოვიდვაქცინის ერთ დღეს გაკეთება შესაძლებელია