Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ხალხს კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ამავდროულად Pfizer-მა, რომელსაც მსგავსი ინექცია აქვს, აშშ-ში განცხადება უკვე შეიტანა. გაერთიანებული სამეფო, ასევე Pfizer-ის ვაქცინის განხილვის პროცესშია, ამასთან ისინი AstraZeneca-ს პრეპარატსაც მოისაზრებენ.
Moderna-ს თქმით, მათ იმედი აქვთ რომ ბრიტანეთში პრეპარატს დაუშვებენ, რადგან მათ, კლინიკური ცდების შედეგები, 30,000-ზე მეტი მოხალისისგან აქვთ, მათ შორის კი რისკჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ ხანდაზმულებიც არიან.
გამოცემა წერს, ვაქცინების მოწინავე კომპანიებს, აქვთ თავისი უპირატესობები და უაყოფითიც. კერძოდ, AstraZeneca უფრო იაფია, ერთი დოზა სამი ფუნტი ჯდება, ხოლო Pfizer-ის 15 ფუნტი, მოდერნა კი საკუთარი პრეპარატის ერთ დოზას 25 ფუნტად აფასებს. ამასთან ერთად, ოქსფორდის AstraZeneca-ს ვაქცინა უფრო მარტივი გადასატანია, რადგან ის კრიტიკულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს, თუმცა ბრიტანული კომპანიის ვაქცინის შედეგიანობა სხვებთან შედარებით (62-დან 90%-მდე), უფრო დაბალია.
დიდმა ბრიტანეთმა, ვაქცინის დოზები, სამივე კომპანიისგან ნაადრევად შეისყიდა. ქვეყანას, 7 მილიონი Moderna-ს, 40 მილიონი Pfizer-ისა და 100 მილიონი AstraZeneca-ს პრეპარატი აქვს მომარაგებული.