თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, საღამოს საათებში, ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა.
ხეცურიანის ახლობლები საზოგადოებას და მედიას დახმარებას სთხოვენ. ოჯახის განცხადების საფუძველზე, პოლიციამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო.
თუ ფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571088309; 591 22 75 62.