საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო

აშშ და დიდი ბრიტანეთი ავსტრალიასთან გაფორმებული უსაფრთხოების ახალი პაქტის გამო, საერთაშორისო კრიტიკის წინაშე არიან. ამ შინაარსის სტატიას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ გარიგება ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება.

ნაბიჯმა აღაშფოთა საფრანგეთი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.

ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს

მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახსენეს ჩინეთი, Aukus-ი ფართოდ განიხილება, როგორც მცდელობა პეკინის გავლენის წინააღმდეგ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში“, - წერს BBC.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოგვიანებით განუცხადა დეპუტატებს, რომ შეთანხმება არ იყო გამიზნული ჩინეთის წინააღმდეგ. იმავდროულად, ვაშინგტონი პარიზთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს. ვაშინგტონში მყოფმა ფრანგმა დიპლომატებმა საზეიმო აშშ-სა და საფრანგეთის ურთიერთობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გააუქმეს.

„ძალიან უხერხული მომენტია”, - განუცხადა საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში ჟერარ არაუდმა BBC–ს.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა იცოდა, რომ ეს იყო სტრატეგიული კონტრაქტი საფრანგეთისთვის და მისი ეროვნული ინტერესებისთვის და აშშ-მ ეს არ გაითვალისწინა.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მჭიდროდ იმუშავებს პარიზთან.

რაც შეეხება თეთრ სახლს, BBC წერს, რომ პრესმდივანი ჯენ ფსაკი მოერიდა საფრანგეთის კრიტიკას.

„არსებობს მთელი რიგი პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც მათ სხვა ქვეყნებთან აქვთ და ჩვენ აქ არ მოვიზარებით. ეს არის ნაწილი იმისა, თუ როგორ მუშაობს გლობალური დიპლომატია“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

კომენტარი გააკეთა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმაც.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვნახეთ ჩინეთისგან ასეთი აფეთქებები ავსტრალიის პოზიციასთან მიმართებით. ჩვენ ვამაყობთ დემოკრატიით ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეზობლების გვერდით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა უზრუნველვყოთ მუდმივი მშვიდობა და ეს თანამშრომლობა მას უფრო უსაფრთხო რეგიონად აქცევს. ეს არის რეალობა და არცერთ პროპაგანდას არ შეუძლია, უარყოს ეს ფაქტები“, - განაცხადა პიტერ დუტონმა.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს