თამარ გაბუნია: ძალიან რეალურია, რომ დეკემბრამდე 60% აიცრას

60% იყო ჩვენი სამიზნე, ბუნებრივია, რაც უფრო მეტი იქნება იმუნური ფენა, მით მეტი იქნება დაცვის ხარისხი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რამდენად რეალურია, რომ ქვეყანამ მიაღწიოს 60%-იან სამიზნეს, თამარ გაბუნიას თქმით, „დღევანდელი მაჩვენებლით ჩვენ ვართ დაახლოებით ნახევარზე, რადგან 3 მლნ 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს მთლიანად და აქამდე არსებული ტემპი რომ შევინარჩუნოთ, ძალიან რეალურია ის, რომ დეკემბრამდეც მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს.

„თუმცა დღეს ვაქცინაციის ტემპის შემცირება საყურადღებოა, ამდენად, მომდევნო დღეებში მოხდება ყველა ზომის აქტივაცია, რათა დავეხმაროთ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღებაში, ერთი რომ აცრა ჩაიტაროს და მეორე, მნიშვნელოვანია ვაქცინებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. დღეს, მობილური ჯგუფები განაგრძობენ მოძრაობას და ვაქცინაციით მოცვა საკმაოდ აქტიურია და ჩვენ შეგვიძლია, დამატებით, ინდივიდუალური მოთხოვნები განვიხილოთ“, - განცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე 40-45%-ს უნდა მივუახლოვდეთ.

ცნობისთვის, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

საქართველოს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურს