ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ მათ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს უკანონოდ იარაღი, დაიქირავეს ავტომობილი და გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს.

გამოძიების თანახმად, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ, ჭელიძემ კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტჯერ გაისრულოა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად მიიმალა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სახაზინო ადვოკატის, დალი ბარბაქაძის თქმით, მისთვის უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიციამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის დეტალებს აქვეყნებს