გაეროს წარმომადგენელი ე.წ სისხლიან ბანერებზე კომენტარს აკეთებს

„თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს“, - აღნიშნული განცხადება, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ თბილისში გამოჩენილ ე.წ. „სიძულვილის პოსტერებთან“ დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუცილებელია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს.

„თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს“, - აცხადებს საბინე მახლი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა.

ამავე თემაზე:

კომპანია „ალმა“ ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით NCDC-ის პასუხობს

კახა კალაძე ე.წ სისხლიან ბანერებზე: მე არ მომწონს, ამ ბანერებთან კავშირი არ მაქვს

ცესკო-მ ე.წ "სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო