პაკისტანის პრემიერი: სკოლაში გოგოების სწავლას ისლამი არ კრძალავს, „თალიბანმა“ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს

პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელის, იმრან ხანმის თქმით, „თალიბანის“ ახალი მთავრობის აღიარებისთვის, ავღანეთის მთავრობა ინკლუზიური უნდა იყოს და ადამიანის უფლებებს პატივი სცეს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თალიბები ქალებს და გოგონებს სკოლაში წასვლის უფლებას მისცემენ.

გასულ კვირას თალიბანმა გოგონები საშუალო სკოლებიდან გამორიცხა. სკოლებში მხოლოდ ბიჭ მოსწავლეებს და მამაკაც მასწავლებლებს უშვებენ.

"ავღანელი მოსწავლე გოგონებისთვის სკოლაში წასვლის აკრძალვა არაისლამური იქნება და ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს. განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ძალიან გამამხნევებელი.მე ვფიქრობ, რომ ისინი ქალებს სკოლაში წასვლის უფლებას მისცემენ " , - განუცხადა იმრან ხანმა BBC– ს

მისივე თქმით, ავღანეთი არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორისტების თავშესაფრად, რომლებიც შესაძლოა, პაკისტანის უსაფრთხოებას დაემუქრონ.