რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს. ვეტერან რაგბისტს კენჭისყრაზე გამგეობის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

დავით კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და მის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია.

„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ , - განაცხადა დავით კაჭარავამ.