იოგოეთთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

მინივენის ტიპის მანქანა, ავტობანზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ავარიის მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.