ავსტრალიაში ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მელბურნში დაზიანდა და ჩამოინგრა შენობები. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას იყო და მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ავსტრალიის ისტორიაში პირველად მოხდა

ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, დაბა მენსფილდთან იყო. . მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებული შენობებიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში და 900 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სიდნეიშიც იგრძნობოდა.