გერმანიაში შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა

შეირაღებულმა პირმა გერმანიაში ტურისტების ავტობუსი გაიტაცა და მძევლად ავტობუსის ორი მძღოლი აიყვანა.შემთხვევა ბავარიაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავმდამსხმელი სერბეთის მოქალაქეა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. პოლიციის ცნობით, მომხდარს წინ მგზავრებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

როგორც ცნობლია, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

მომხდარის გამო, რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ავტომაგისტრალი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.