რუსეთში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

რუსეთის ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში თვითმფრინავის დაკარგვას ადასტურებენ.

ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი ამ ტიპის თვითმფრინავი წელს უკვე მეორედ გაუჩინარდა რუსეთის ტერიტორიაზე. შემთხვევა მოხდა კამჩატკაში, სადაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ან-26-ის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაბა პალანისკენ მიფრინავდა. თვითმფრინავში 22 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

"ან-26 ხაბაროვსკიდან 40 კილომეტრის დაშორებით ტექნიკურ ფრენას ასრულებდა , მაგრამ მოულოდნელად კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა და რადარებიდან გაუჩინარდა“, - განუცხადა წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“.

იუწყებიან, რომ თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნილმა შვეულმფრენმა, ცუდი ამინდის გამო, ვერ შეძლო მისი პოვნა.