ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაონ, რათა ფრანკო-ამერიკული კრიზისის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ ნდობა გააძლიერონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს.
„შეგვიძლია ნდობა გავაძლიეროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთად მუშაობენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ავღანეთის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ევროპის საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს.
ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების ახალი პაქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.