აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2022 საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტის 777 მილიარდი დოლარით გაზრდას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტს მთლიანობაში - 316-მა დეპუტატმა, „დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელთა“ უმეტესობამ დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგი იყო 113 დეპუტატი.

კანონპროექტი ტრადიციულად თავდაცვითი ხარჯების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკურ წინადადებასაც მოიცავს, მათ შორის რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, მასში შეტანილია შესწორება, რომლის მიხედვითაც, სანქციების შემოღების შესაძლებლობა რუსეთის 35 ბიზნესმენის, მაღალჩინოსნისა და მედია მენეჯერის წინააღმდეგ განიხილება.

ასევე წაიკითხეთ: აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

დოკუმენტი ასევე, ადმინისტრაციას უფლებას უკარგავს, შეაჩეროს იმ კომპანიების მიმართ სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2თან“.

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.

არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას. რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია.

ეს კანონი სენატმა უნდა განიხილოს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს.