ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 2 ადამიანი დანით დაჭრა.
დაკავებულის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით დაუთაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონა და მას ძალადობის ჩადენისკენ უბიძგეს.
ამავე თემაძე:
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში მომხდარზე კომენტარს აკეთებს
შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი