სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს.

სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. გმირთა მემორიალს ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით ამკობენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.