გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.

სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს.

24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მოიპოეეს, „თავისუფალ დეოკრატიულ პარტიას“ 11,5% აქვს, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3% მიიღო.

კოალიციის შექმნის პროცესი ახლა იწყება. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ამავე თემაზე

გერმანიის არჩევნებში „სოციალ დემოკრატები“ 26%-ით ლიდერობენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი, 24%-ით მეორე ადგილზეა

როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა