„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.
„საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.
NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით“ უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე. მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით - ეს არის პირველი - ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე, ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით,რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.
„საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის“ მიმართულებით 180 ქვეყანას შორის სქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა დ ევროპის მასშტაბით 12-ე ადგილი დაიკავა. საქართველომ აქაც გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნას. ჩვენი შეფასება ერთ ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე 9 ევროპული ქვეყნის - ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის. ასევე სამხრეთ კორეის, და 2-ჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის მაჩვენებელი.. ამ შედეგებით საქართველო გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ. შედარებისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს. და ბოლოს, რეგულირების ხარისხი მიხედვით საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის თითოეულ წევრს და საჯარო მოხელეებს მივულოცო აღნიშული წარმატება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.