ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების განახლებას გეგმავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ WSJ იუწყება. ორგანიზაცია ექსპერტებისგან შემდგარ 20-კაციან გუნდს წარადგენს. როგორც ცნობილია, მეცნიერებისგან შემდგარი წინა ჯგუფი იანვრიდან თებერვლამდე მუშაობდა. მათ მოინახულეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მათ შორის BSL-4 ლაბორატორია, რომელსაც არაოფიციალურად, ვირუსის გავრცელებას უკავშირებდნენ.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ადამიანებს ღამურებიდან, სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ.

მეცნიერებმა COVID19-ის წარმოშობის დასადგენად მუშაობა შეაჩერეს

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.

ჯანმომ პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. ვირუსმა მსოფლიოში 5 მლნ-მდე ადამიანი იმსხვერპლა.