მეცნიერებმა COVID19-ის წარმოშობის დასადგენად მუშაობა შეაჩერეს

უფროსი მეცნიერები აცხადებენ, რომ იხურება "შესაძლებლობის ფანჯარა" გადამწყვეტი კვლევების ჩასატარებლად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო კოვიდპანდემია.

BBC-ის ცნობით, ეპიდემიის მიზეზის დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დანიშნულმა გუნდმა განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, შემდგომმა დაგვიანებულმა პროცესმა კი შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევები გახადოს შეუძლებელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი პოლიტიკურ და სამეცნიერო სფეროს ლიდერებს მოუწოდებენ, დააჩქარონ ეს კვლევები, ვიდრე ჯერ კიდევ დროა".

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი: უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი

Reuters-ი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია

ჩინეთმა ჯანმოს 2019 წელს პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემები არ გადასცა

კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმომ ანგარიში გამოაქვეყნა

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო

ჯანმო: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან