ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.
შეკითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია - 30%-მა, გიორგი გახარია კი -12%-მა.
დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ანა დოლიძე - 6%;
ანა ბიბილაშვილი - 3%;
სხვა - 6%
კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ.
კახა კალაძეს მოსახლეობის 55% "პოზიტიურად", 45% "ნეგატიურად“ აფასებს, გიორგი გახარიას კი გამოკითხულთა 49% აფასებს "პოზიტიურად", 51% - "ნეგატიურად".
ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია მოწონების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს - მას გამოკითხულთა 46% აფასებს "პოზიტიურად", 54% კი "ნეგატიურად".
მელიას წინ უსწრებს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე („პოზიტიურად“ 48%; „ნეგატიურად“ 52%) და „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე („პოზიტიურად“ 47%, „ნეგატიურად“ 53%)
დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ირაკლი ღარიბაშვილი - 44% (ნეგატიურად 56%)
შალვა ნათელაშვილი - 41% (ნეგატიურად 59%)
ბიძინა ივანიშვილი - 40% (ნეგატიურად 60%)
ელენე ხოშტარია - 40% (ნეგატიურად 60%)
ხატია დეკანოიძე - 40% (ნეგატიურად 60%)
მიხეილ სააკაშვილი 38% (ნეგატიურად 62%)
გიორგი ვაშაძე 38% (ნეგატიურად 62%)
სალომე ზურაბიშვილი 37% (ნეგატიურად 63%)
ირაკლი კობახიძე 36% (ნეგატიურად 64%)
არჩილ თალაკვაძე 36% (ნეგატიურად 64%)
დავით უსუფაშვილი 36% (ნეგატიურად 64%)
ალექსანდრე ელისაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
ზურაბ ჯაფარიძე 34% (ნეგატიურად 66%)
კახა კუჭავა 34% (ნეგატიურად 66%)
ანა ნაცვლიშვილი 34% (ნეგატიურად 66%)
გიგი წერეთელი 31% (ნეგატიურად 69%)
სალომე სამადაშვილი 30% (ნეგატიურად 70%)
ბადრი ჯაფარიძე 29% (ნეგატიურად 71%)
მამუკა ხაზარაძე 29% (ნეგატიურად 71%)
ირმა ინაშვილი 27% (ნეგატიურად 73%)
ნინო ბურჯანაძე 26% (ნეგატიურად 74%)
საბა ბუაძე 25% (ნეგატიურად 75%)
გიგა ბოკერია 24% (ნეგატიურად 76%)
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევა 12 სექტემბრიდან- 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
ამავე თემაზე:
IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება
თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა