რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია „კიევის პოზიციის“ გამო.
პესკოვს მიაჩნია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის აუცილებლობას „ჯანსაღი ლოგიკა კარნახობ“.
ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზად იყო შეხვედრისთვის, მაგრამ ჩიხური სიტუაციის შექმნაში კრემლი უკრაინას ადანაშაულებს.
ამავე დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა არის მცდელობები პოლიტიკური მრჩევლებისა და მინისტრების დონეზე, მინსკის პროცესის „ხელახლა გააქტიურების“ მიზნით.
პუტინის სპიკერის თქმით, უკრაინას არ სურს მინსკის შეთანხმებების შესრულება, მაგრამ ცდილობს, შეცვალოს ისინი სხვა რამით. გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ უკრაინა თითქოს არ ასრულებს შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეული იყო 2019 წლის ბოლოს ნორმანდიის ფორმატში, პარიზში.
ასევე, პუტინის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს დონბასში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს უწოდებს და კრემლი ამას უარყოფს.
პესკოვმა დაამატა, რომ ზელენსკის „პირადი გამონათქვამები“ პუტინის მიმართ არ ავნებს რუსეთის პრეზიდენტს და მასში მხოლოდ სინანულს იწვევს.
12 სექტემბერს ზელენსკის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ყირიმის საკითხის განხილვის გარეშე პუტინთან შეხვედრის აზრი უკრაინის პრეზიდენტმა ვერ დაინახა.
ამავე თემაზე:
ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს