შვედეთში აფეთქება მოხდა, 25 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს

Reuters-ის ცნობით, შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეები აფეთქებით გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. სამართალდამცავებმა საგამოძიებო ღონისძიებები უკვე დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.