„სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, - ამ ტექსტით ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმას.
„იმედია, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ… ვერც ამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, - აცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
ექსპრეზიდენტმა გვიან ღამით გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი