თამარ გაბუნია: ქართული კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზას კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია.

მისი თქმით, ქართული კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან დადებითი გამოხმაურებაა.

„ჩვენ მივიღეთ პირველი დადებითი გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მზაობა არის საკმაოდ მაღალი და დარჩენილია სამუშაოების ბოლო ეტაპი, რომელსაც, ვფიქრობ, ძალიან მოკლე დროში დავასრულებთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ამავე თემაზე:

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო

სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები

დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აღიარონ ჩვენი კოვიდპასპორტები