ჯანმო მათი თანამშრომლების მიერ, კონგოში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო, ბოდიშს იხდის

BBC-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი თანამშრომლების მიერ კონგოში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო, ბოდიშს იხდის

საერთაშორისო მედიის ცნობით, გამოძებამ დაადასტურა, რომ „2018-2020 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომლები კონგოში მცხოვრებ ქალებს ალკოჰოლით აბრუებდნენ და სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეიესუსის თქმით, ისინი შეძრწუნებული არიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მათი თანამშრომლების ქცევის გამო, რადგან ეს „უპატიებელი“ ქმედებაა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაქირავებულმა ადამიანებამა გააკეთეს. მათ თქვენს დაცვაზე უნდა ეზრუნათ. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

დანაშაულში ეჭვმიტანილია 83 პირი, აქედან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი 21 ეჭვმიტანილია. საუბარია როგორც ადგილობრივ კადრებზე, ისე უცხოელ თანამშრომლებზე.

ჯანმოს ცნობით ეჭვმიტანილების ნაწილთან კონტრაქტი უკვე გაწყვიტეს და დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა 50 ქალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალადობაში დაადანაშაულა.